საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სტატიების მიღება აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალ „აღმოსავლეთმცოდნეობის“ მე-15 ნომრისთვის

თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის ყოველწლიური სამეცნიერო ჟურნალი „აღმოსავლეთმცოდნეობა“ აცხადებს მასალების მიღებას მომდევნო, 2026 წლის (N15), ნომრისთვის.

 

მასალის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 აგვისტო.

 

ჟურნალის წესების თანახმად, გაფორმებული მასალა  უნდა გადმოიგზავნოს შემდეგ ელეტრონულ მისამართზე: nino.ejibadze@tsu.ge

 

სტატიების გაფორმების წესები იხ. თანდართულ ფაილში. 

თარიღი: 18/02/2026